მათიკაშვილი შალვა სპირიდონის ძე (1898)

  • დაბადების თარიღი: 1898 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ყვარელი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: სასულიერო წოდების
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს სსრ სახგეგმის თავმჯდომარე
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, პეროვსკაიას ქ. № 10
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1937 წლიდან.

  • ბრალად ედება: 1937 წლის 25 მაისს შ. ს. მათიკაშვილი დააპატიმრა საქ. სსრ შინსახკომმა. დაპატიმრების საფუძველი იყო ბ. ქობულოვის ცნობა, რომ შ. ს. მათიკაშვილი იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის წევრი, რაშიც მხილებულია მ. ხუციევის, ბ. მდივნის, ლ. ი. გასვიანის, ლ. ღოღობერიძისა და სხვათა ჩვენებებით.1937 წლის 12 ივლისს შ. ს მათიკაშვილის საქმე განიხილა სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ (მატულევიჩის თავჯდომარეობით) დახურულ სასამართლო სხდომაზე, რომლის მსვლელობისას შ. ს. მათიკაშვილმა აღიარა მის მიმართ წაყენებული ბრალდება და დაადასტურა წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებები.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია
  • მუხლი: 58-1-ა, 58-6, 58-7, 58-9, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

რეაბილიტაცია: შალვა სპირიდონის ძე მათიკაშვილისა და მისი ცოლის, ანა