მაიოროვი სერგო ვასილის ძე (1911)

  • დაბადების თარიღი: 1911 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ხაშურის რაიონი, სურამი
  • ოჯახური მდგომარეობა: უცოლშვილო
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - აფხაზეთის შინსახკომის საგზაო სამმართველოს 771-ე გაგრის ნაწილის ხელმძღვანელი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ იყო გაგრის რაიონის საგზაო სამმართველოს კამერალური ინჟინერი და 1936 წლიდან გახდა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი, რომელიც არსებობდა აფხაზეთის შინსახკომის საგზაო სამმართველოში. კონტრრევოლუციური ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად იღებდა მონაწილეობას დივერსიულ-მავნებლურ საქმიანობაში საგზაო მშენებლობაზე და ტერორისტული აქტების მომზადებაში პარტიის ხელმძღვანელთა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. იყო ინფორმატორი, მაგრამ ორპირობდა და ცრუ ინფორმაციას აწვდიდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორგანოებს. ბრალდებულმა თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კარვანოპულო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ყოფილი ზედამხედველის შვილი