მაისაშვილი შალვა ნესტორის ძე (1907)

  • დაბადების თარიღი: 1907 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ფერომარგანეცის ქარხნის ქიმიური ლაბორატორიის გამგე
  • პარტიულობა: ალკკ ყოფილი წევრი; ალკკ-დან გარიცხეს ანტისაბჭოთა აგიტაციისთვის.

  • ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენე კ/რ ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი. გადაიბირა ფერომარგანეცის ქარხნის ყოფილმა დირექტორმა, აწ უკვე გასამართლებულმა ვასილ ივანეს ძე მზარეულაშვილმა, რომლის დავალებითაც ეწეოდა მავნებლურ ძირგამომთხრელ საქმიანობას ფეროშენადნობთა ქარხანაში ხარჯთაღრიცხვის შედგენისას. აგრეთვე ეწეოდა აქტიურ ანტისაბჭოთა ნაციონალისტურ-შოვინისტურ აგიტაციას.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: რუსკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

წარსულში: ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი.