მაისურაძე პავლე ბაგრატის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: ასპინძის რაიონი, სოფ. ზემო თმოგვი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ასპინძის მილიციის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელი
- პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1936 წლიდან იყო წევრი კ/რ ტროცკისტული, მეამბოხე და ტერორისტულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც გეგმავდა საქართველოს სსრ-ში საბჭოთა ხელისუფლების დამხობას სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორის გზით. საბჭოთა კავშირის ეკონომიკის და სამხედრო ძლიერების შესუსტების მიზნით ეწეოდა მეამბოხე ჯგუფების ორგანიზებას და მავნებლობას სახალხო მეურნეობის ყველა სფეროში. ზანდაროვის და ი. ბერიძის პირდაპირი ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ხოლოპოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-10, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
თავი დამნაშავედ ცნო. მხილებულია კ/რ საქმიანობაში თანამონაწილეთა: ა. სასულიერო კულტის ყოფილი მსახური. 1919 წლიდან 1921 წლამდე მსახურობდა მენშევიკურ გვარდიაში.