მაკაევი გიორგი ვლადიმერის ძე (1885)
- დაბადების თარიღი: 1885 წ.
- სახელის ვერსიები: მაყაშვილი გიორგი ვლადიმერის ძე
- დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
- სოციალური წარმომავლობა: თავადი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე ოსოავიახიმის სატვირთო მომარაგების უფროსი
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 06/11/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ 1935 წელს გადაბირებულ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში არსებულ სამხედრო კ/რ ორგანიზაციაში, ეწეოდა კ/რ საქმიანობას. ხელი შეუწყო კ/რ ორგანიზაციისთვის საქართველოს "თავდაცვის, საავიაციო და ქიმიური მშენებლობის მხარდაჭერის საზოგადოების" (ოსოავიახიმის) კუთვნილი საბრძოლო ტყვია-წამლისა და იარაღის გადაცემას. წლების განმავლობაში ეწეოდა მავნებლობას და ა/ს აგიტაციას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ფამილიანტი, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-11, 58-1-ა
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მეფისა და მენშევიკური არმიის ყოფილი ოფიცერი.