მალზამი ივანე ივანეს ძე (1891)
- დაბადების თარიღი: 1891 წ.
- დაბადების ადგილი: ოდესის ოლქი, ბერეზოვკის რ-ნი, უკრაინა
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი, ჰყავს 4 შვილი.
- ეროვნება: გერმანელი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი; განკულაკებული
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე მუშაობდა შავ მუშად სალიბაურის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში.
- საცხოვრებელი ადგილი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური,საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ, ჩაის საბჭოთა მეურნეობის საერთო საცხოვრებელი
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 07/03/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ 1) იყო კონტრრევოლუციური, ფაშისტური, მეამბოხე-ტერორისტული, მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი და ეწეოდა აქტიურ კონტრრევოლუციურ საქმიანობას ამ ორგანიზაციაში; 2) გერმანელებს ამზადებდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყებისთვის, ასევე კომპარტიის და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განხორციელებისთვის; 3) ემზადებოდა კომპარტიის და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განხორციელებისთვის; 4) გერმანელებს შორის ატარებდა აქტიურ ფაშისტურ აგიტაციას, ამხედრებდა მათ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ამავდროულად ადიდებდა ფაშისტურ წყობას გერმანიაში. თავი დამნაშავედ ცნო.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: გუბანოვი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
- მუხლი: 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან