მამალაძე სიმონ ლუკას ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ჩოხატაური, სოფ. ხევი
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - მე-20 საშუალო სკოლის დირექტორი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
- პარტიულობა: წარსულში - „ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის“ წევრი; სკკპ(ბ) წევრი 1928 წლიდან; გაირიცხა 1937 წ. როგორც კონტრრევოლუციონერი.
- ბრალად ედება: რომ 1925 წლის ოქტომბრიდან იყო აქტიური წევრი მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, მავნებლური ორგანიზაციისა, რომელშიც გადაიბირა აწ უკვე გასამართლებულმა ხალხის მტერმა, კარპეზ ბერიძემ. ბრალდებულ ს. ლ. მამალაძისთვის ცნობილი იყო კ/რ ორგანიზაციის მითითებები საბჭოთა მთავრობისა და სკკპ(ბ) ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორის გამოყენების, მავნებლური აქტების ორგანიზებისა და საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ. იბირებდა მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციაში ახალ წევრებს, აცნობდა ამ მითითებებს და აბამდა მათ აქტიურ კ/რ საქმიანობაში. ბრალდებული ს. ლ. მამალაძე სარგებლობდა სამსახურებრივი მდგომარეობით, ჯერ როგორც პედაგოგთა გადამზადების ინსტიტუტის დირექტორი, შემდეგ როგორც მე-20 საშ. სკოლის დირექტორი და პირადად ატარებდა ძირგამომთხრელ სამუშაოს. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია აგრეთვე ა. ს. თათარაშვილის ჩვენებების საფუძველზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: სერვატნიუკი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან