მამიტაშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1906)
- დაბადების თარიღი: 1906 წ.
- დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო
- ეროვნება: ოსი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სამხრეთ ოსეთის მუშურ-გლეხური მილიციის სამმართველოს უფროსი
- საცხოვრებელი ადგილი: თბილისი, პესკის ქუჩა, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 05/11/1938 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო მენშევიკთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი. მოთავსებული იყო სამხრეთ ოსეთის აო შინსახკომის სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული
- მუხლი: 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ნათესავებს ეცნობათ, რომ გარდაიცვალა ფილტვების ანთებით 14.11- 19341წ. სიკვდილი რეგისტრირებულია სამხრეთ ოსეთის აო-ს მმაჩის ბიუროში. რეაბილიტაცია: სამხრეთ ოსეთის აო-ს საოლქო სასამართლოს 15/12-1958 წლის N 34 დადგენილებით საქმე შეწყდეს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.