მამულაიშვილი აბრამ შიოს ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: დუშეთის რაიონი, სოფ. დოლასქედი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: „თბილისის ტრამვაის“ პარტკომის მდივანი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1927 წლიდან; გაირიცხა 1937 წელს კ/რ ტერორისტული საქმიანობის გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი მემარჯვენეთა ანტისაბჭოთა მავნებლურ- ტერორისტული ორგანიზაციისა, რომელშიც გადაიბირა ბესარიონ რაზმაძემ და რომლის მითითებითაც ,,თბილისის ტრამვაიში" ეწეოდა დიდ მავნებლურ ძირგამომთხრელ საქმიანობას. იმავდროულად იყო წევრი ტერორისტული ჯგუფისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ოგანეზოვი და რომელიც მიზნად ისახავდა სკკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივან ლ. ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელებას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ოდიშარია, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან