მარდალეიშვილი ლაზარე ლუკას ძე (1897)
- დაბადების თარიღი: 1897 წ.
- სახელის ვერსიები: მარდალეიშვილი კონსტანტინე ლუკას ძე
- დაბადების ადგილი: ქუთაისის რაიონი, სოფ. მაღლაკი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს სამობილიზაციო ოლქის სამმართველოს უფროსი; წოდება - მაიორი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1929 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1930-31 წლიდან იყო არალეგალური სამხედრო, კ/რ მემარჯვენე- ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი და ეწეოდა მავნებლობას, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ძლიერების შესუსტებისაკენ. თავი დამნაშავედ ცნო. მხილებულია ი. ტ. ბაქრაძის, ნ.კ. ბუაშვილის, გ.დ. ჟვანიასა და ვ.ს. გოგაძის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მეფის არმიის ყოფილი ოფიცერი. წოდება - პრაპორშჩიკი. მენშევიკურ არმიაში მსახურობდა 1918 წლიდან 1921 წლამდე (საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღემდე); წოდება - უფროსი ლეიტენანტი. 1921 წლიდან დაპატიმრების დღემდე მსახურობდა მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში სხვადასხვა სახის სამეთაურო თანამდებობებზე.