მარკარიანი ნერსეს იოსების ძე (1888)
- დაბადების თარიღი: 1888 წ.
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საგზაო, სალიანდაგო ხაზის შემმოწმებელი, მეთვალყურე.
- საცხოვრებელი ადგილი: სომხეთის სსრ
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1918 წლიდან. გაირიცხა 1936 წელს , როგორც კ/რ ტროცკისტი.
- დაპატიმრების თარიღი: 10/07/1936 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო კადრის ტროცკისტი, შედიოდა სადგურ კიროვაბადის კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციაში, აუგად მოიხსენიებდა საბჭოთა ხელისუფლებისა და პარტიის ხელმძღვანელებს. ეწეოდა ძირგამომთხრელ-დივერსიულ, მავნებლურ საქმიანობას საგზაო მეურნეობაში რკინიგზაზე, რის შედეგადაც 1935 წ. 16 ოქტომბერს გადაბრუნდა სატვირთო შემადგენლობა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. ახლო ურთიერთობაში იყო კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციის წევრებთან, რომლებიც მუშაობდნენ რკინიგზაში. დაპატიმრებულია 07.10.1936 წ. მოთავსებულია თბილისის ციხეში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: აბგაროვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან