მარკარიანი სეროპ იოსების ძე (1906)
- დაბადების თარიღი: 1906 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, აფხაზეთი სოხუმი, სოფ. ზახაროვკა
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: სომეხი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: გაგრის რაიონული სამოწათმოქმედო განყოფილების გამგის მოადგილე
- პარტიულობა: ალკკ წევრი
- დაპატიმრების თარიღი: 12/18/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ 1935 წლიდან გაგრის რაიონული სამოწათმოქმედო განყოფილების გამგის მოადგილედ მუშაობის პერიოდში, მჭიდრო კავშირი ჰქონდა კ/რ ორგანიზაციასთან, რომელსაც აფხაზეთში ხელმძღვანელობდნენ ხალხის მტერი ნესტორ ლაკობა, სეისიანი, ჯგერენაია და სხვები. მათი დავალებით მარკარიანი ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, მიმართულს რაიონში სოფლის მეურნეობისა და საკოლმეურნეო მშენებლობის ჩასაშლელად. დისკრედიტაციას უწევდა პარტიისა და მთავრობის ღონისძიებებს. თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან