მარსანოვი სერგო ნიკოლოზის ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფ. წითელი ჭები, საქართველო
- ეროვნება: რუსი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქმშენის სამეურნეო განყოფილების გამგე.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1930 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1937 წლის ივლისში გადაბირებულ იქნა მენშევიკთა კ/რ ორგანიზაციაში, ხოლო 1937 წლის სექტემბერში კი მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით, სახალხო მეურნეობაში ძირგამომთხრელი მავნებლური საქმიანობით, ტერორისტული აქტების განხორციელებით საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. იყო საკავშირო კპ(ბ)-ს ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ კ/რ ორგანიზაციის ბრძოლის მიზნების და მეთოდების საქმის კურსში. თავად სერგეი მარსანოვი ეწეოდა ძირგამომთხრელ და მავნებლურ საქმიანობას ქიმკობინანტში. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კაჭარავა, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან