მარტინოვი ლეონიდ კონსტანტინეს ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ხარკოვი, უკრაინა
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სპეციალობით კონსტრუქტორი; დაპატიმრებამდე - ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროს კონსტრუქტორ-ტექნიკოსი
- საცხოვრებელი ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, აკვარიქვა, საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 09/28/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ დაკავშირებული იყო კ/რ-მავნებელ იონა სვიროვთან და მაღაროში პროექტების შედგენისას ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას. გარდა ამისა, სისტემატურად ეწეოდა კ/რ პროპაგანდას მაღაროს მუშათა შორის. ლანძღავდა საბჭოთა ხელისუფლებასა და პარტიას. გამოდიოდა სახელმწიფო სესხებისა და პროფესიული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: პეტროსიანი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-10
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
საქმე დაბრუნდეს ხელახალი გამოძიებისათვის.საქ.სსრ შინსახკომის სამეულის 28/10-1938 წლის გადაწყვეტილებით მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. განაჩენი მოყვანილია სისრულეში 08/02-1938 წელს(მომხსენებელი მარტიროსოვი, ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი) . გამოცხადებულია გარდაცვლილად 15/10-1944წ ღვიძლის კიბოთი. რეაბილიტაცია: აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი სასამართლოს 25/08-1956 წლის დადგენილებით შინსახკომის სამეულის განაჩენი შეიცვალოს და საქმის წარმოება შეწყდეს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.