მარტიუკოვი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1903)

  • დაბადების თარიღი: 1903 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. იაროსლავლი, საქართველო
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: მუშა
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამშენებლო განყოფილების სამხედრო კომისარი. წოდება - ბატალიონის კომისარი.
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი

  • ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტროცკისტული, ჯაშუშური სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ამხ. ს.მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; შევიდა საქართველოს სსრ-ის და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში მოქმედი კ/რ, ტროცკისტული, ტერორისტული, ჯაშუშური სამხედრო ორგანიზაციის შემადგენლობაში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სსრ-ში საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას; აღნიშნული კ/რ ორგანიზაციის დავალებით ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში ეწეოდა გადაბირებით და კ/რ მავნებლურ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო წითელი არმიის ძლიერებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესასუსტებლად. თავი დამნაშავედ ცნო.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: რიაბოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

დაბალი პოლიტიკური განათლებით. 1927 წელს დაამთავრა სამხედრო პოლიტიკური სკოლა და 1936 წელს უფროსი პოლიტშემადგენლობის გადასამზადებელი კურსები.1921 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში. სხვა არმიაში არ მსახურობდა.