მატევოსიანი სედრაქ მინასის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: ყარსის ოლქი, სოფ. კირუკი, თურქეთი
- ეროვნება: სომეხი
- განათლება: განათლებული
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ლუქსემბურგის (ბოლნისის) რაიონის პროკურორი
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბოლნისი/ლუქსემბურგი, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი
- ბრალად ედება: რომ გარდაბნის და ბოლნისის სახალხო მოსამართლედ და ასევე ბოლნისის პროკურორად მუშაობისას სისტემატურად იღებდა ქრთამს, როგორც ფულადი, ისე მატერიალური სახით. პირადად და შუამავლებით წყვეტდა უმნიშვნელოვანეს სისხლის სამართლის საქმეებს, რითაც ხელს უწყობდა რაიონში დამნაშავე ელემენტებს. დისკრედიტაციას უწევდა საბჭოთა ხელისუფლებასა და შინსახკომს რაიონში კ/რ ელემენტების დაპატიმრებასთან დაკავშირებით. საზოგადოების ყველა წრეში ამბობდა, რომ უდანაშაულო ხალხის გაუთავებელი დაპატიმრება დაკავშირებული იყო იაპონიის მიერ სსრკ-სთვის ომის გამოცხადებასთან. აქებდა მეფის რუსეთს. გამოთქვამდა ანტიპარტიულ შეხედულებებს ნაციონალურ საკითხთან დაკავშირებით, ზიზღით იყო გამსჭვალული ქართველი და რუსი ხალხების მიმართ. 1931 წელს, იმყოფებოდა რა ცენტრალურ პროფესიონალურ კურსებზე მოსკოვში, იზიარებდა ტომსკისა და სხვების აზრს ხალხის მტრების დაპატიმრებებისა და მხილების თაობაზე. ადიდებდა ტროცკის, როგორც წითელი არმიის დამაარსებელსა და გამოჩენილ სტრატეგს. წაყენებული ბრალდებები ნაწილობრივ აღიარა.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-10, 81, 118, 121, 122, 123
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან