მაჭარაშვილი გრიგოლ პავლეს ძე (1908)
- დაბადების თარიღი: 1908 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ჭიათურა, სოფ. კორბოული
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს კომუნისტური პარტიის კასპის რაიონული კომიტეტის მდივნის მოადგილე და რესპუბლიკის პროპაგანდისტთა სკოლის მსმენელი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, გორი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1928 წლიდან; გაირიცხა პარტიის რიგებიდან 1937წ. კ/რ საქმიანობისთვის.
- ბრალად ედება: რომ 1935 წლიდან იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის, ხოლო 1936წ. დეკემბრიდან კი - კ/რ ტერორისტული, ტროცკისტულ-მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი. მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა ხალხის მტერმა, საქ. სსრ კპ(ბ) კასპის რაიკომის ყოფილმა მდივანმა ვ. კევლიშვილმა, ხოლო ტროცკისტულ ორგანიზაციაში - აწ უკვე გასამართლებულმა ხალხის მტერმა, გ. სარჩიმელიამ. ბრალდებული გ. პ. მაჭარაშვილი დისკრედიტაციისა და გეგმის ჩაშლის გზით ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას საკოლმეურნეო მშენებლობაში, კ/რ ტერორისტულ, ტროცკისტულ ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს, აცნობდა მათ საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს, კერძოდ, ტერორის გამოყენებას, ითრევდა მათ აქტიურ კ/რ საქმიანობაში. როგორც ტერორისტული ორგანიზაციის ერთ- ერთ აქტიური წევრი, შეიყვანეს მებრძოლ ტერორისტად საბრძოლო ტერორისტულ ჯგუფში, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ტერაქტი საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ლ. ბერიას წინააღმდეგ. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია გ. ვ. სარჩიმელიას, ს. დ. ახობაძისა და ვ. ლ. კევლიშვილის ჩვენებების საფუძველზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან