მგელაძე მიხეილ არსენის ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ჩოხატაური სოფ. ხევი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ინსტრუქტორი. პროპაგანდისტების რესპუბლიკური სკოლის ყოფილი მსმენელი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი, პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტროცკისტული, ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა ტერორისა და მავნებლურ-ძირგამომთხრელი საქმიანობის გზით საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას. კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში მგელაძე 1936 წლის ბოლოს გადაიბირა საქართველოს კპ(ბ) ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პროპაგანდისტების რესპუბლიკური სკოლის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, აწ გასამართლებულმა გიორგი სარჩიმელიამ. მგელაძემ მიიღო გადაბირების წარმოების დავალება. მხილებული იქნა სარჩიმელიას და მაჭარაშვილის ჩვენებებით. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მომხსენებელი: მოვსესოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 17-58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან