მდივანი დავით ბუდუს ძე (1909)
- დაბადების თარიღი: 1909 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ხონი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით ინჟინერ-ელექტრიკოსი. საქსოფლელექტროს ინჟინერ-ელექტრიკოსი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
- პარტიულობა: ალკკ წევრი
- დაპატიმრების თარიღი: 10/26/1937 წ.
- ბრალად ედება: დაპატიმრებულია 26.10-1936 წ. საქ.სსრ შინსახკომის სახ.უშიშროების სამმართველოს ეკონომიკური განყ-ის მიერ. დაპატიმრების საფუძველი გახდა ამიერკავკასიის სფსრ უშიშროების კომიტეტის სამმართველოს საიდუმლო პოლიტგანყ-ის საქართველოს საკითხთა სამმართველოს ყოფილი უფროსის, გოგლიძის მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ალექსანდრე ირაკლის ძე წულუკიძესთან მჭიდრო კავშირში იმყოფება ტროცკისტის, ბუდუ გურგენის ძე მდივნის ვაჟი, ტუღუში, იგივე დათიკო ბუდუს ძე მდივანი, რომელიც იყო ცენტრისა და კოტე ცინცაძის სახელობის ტიპოგრაფიის რედკოლეგიის წევრი, აგრეთვე იგი აკორექტირებდა არალეგალურ კონტრრევოლუციურ დოკუმენტებს. დ.ბ. მდივანი კონტრრევოლუციურ- ტროცკისტულ ორგანიზაციაში ცნობილი იყო ფსევდონიმით „მელა“, ითვლებოდა აქტიურ არალეგალ მუშაკად, ამარაგებდა ორგანიზაციას არალეგალური ტროცკისტული ლიტერატურით, ატარებდა ინსტრუქტაჟს. „მელას“ ხელმძღვანელობით ქ. თბილისში ორგანიზებული იყო რამდენიმე ტერორისტული დაჯგუფება, რომლებშიც 40 კაცზე მეტი იყო გაერთიანებული. დ. ბ. მდივანმა თავი დამნაშავედ ცნო.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 58-8, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
გამოცხადდა გარდაცვლილად 01.08-1938 წ. რეაბილიტაცია უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 05.07-1957 წლის განჩინებით საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.