მდივანი ნიკოლოზ ვარლამის ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, გორი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქ.სსრ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-4 განყოფილების ოპერრწმუნებული.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
- პარტიულობა: ალკკ წევრი
- დაპატიმრების თარიღი: 08/16/1936 წ.
- ბრალად ედება: მოთავსებულია საქ.სსრ შინსახკომის კომენდატურაში. დანაშაულის ხასიათი - ნაცნობი ტროცკისტების კონტრრევოლუციური საქმიანობის დაფარვა. დაპატიმრების საფუძველი გახდა მიხეილ ოკუჯავას ჩვენებები. ბრალდებულმა ნ.დ.მდივანმა წინასწარი გამოძიების მსვლელობისას და სასამართლოში თავი დამნაშავედ არ ცნო, წაყენებული ბრალდება და მიხეილ ოკუჯავას ჩვენება კატეგორიულად უარყო.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 17-58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
გამოცხადებულია გარდაცვლილად 17.08-1938 წელს. რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 17.03-1957 წლის განჩინებით საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.