მეგრელიძე ვასილ ანდროს ძე (1892)
- დაბადების თარიღი: 1892 წ.
- დაბადების ადგილი: ოზურგეთის (მახარაძე) რაიონი, სოფ. ხიდისთავი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: `აჭარვაჭრობის" ფურაჟის განყოფილების გამგე.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბათუმი, თბილისის ჩიხი #4, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ
- პარტიულობა: 1917 წლიდან საკავშირო კპ(ბ) წევრი; გაირიცხა 1928 წ. კ/რ ტროცკისტული საქმიანობისათვის.
- ბრალად ედება: რომ 1927 წლიდან იყო კ/რ ტროცკისტი. იგი 1934 წლის გაზაფხულზე გახდა აჭარის კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის წევრი და დაპატიმრებამდე აქტიურად ეწეოდა კ/რ გადაბირებით საქმიანობას. ორგანიზაციაში გადაიბირა 8 კაცი.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ყვირილიანი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან