მედვედევი ვლადიმერ პეტრეს ძე (1900)
- დაბადების თარიღი: 1900 წ.
- დაბადების ადგილი: მოსკოვის ოლქი, ქ. ბრონიცი, რუსეთი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: რუსი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აზერბაიჯანის სსრ შინსახკომის მე-5 განყ-ის უფროსი, სახ. უშიშროების უფროსი ლეიტენანტი; იმყოფებოდა ოპერატიული საქმიანობაზე შინსახკომის მთავარი პოლიტსამმართველოს, უშიშროების კომიტეტის ორგანოებში.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი
- დაპატიმრების თარიღი: 06/04/1938 წ.
- ბრალად ედება: რომ 1935 წლიდან იყო ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციური შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. დაკავშირებული იყო შეთქმულთა ნაწილთან. ჩეკისტურ- ოპერატიული საქმიანობისას ხელს უწყობდა ძირგამომთხრელ საქმიანობას, რომელიც ტარდებოდა მუშურ-გლეხურ წითელ არმიაში მემარჯვენე-ტროცკისტული კონტრრევოლუციური ორგანიზაციისა და სხვა ჯაშუშური კონტრრევოლუციური ფორმირებების მიერ. კონტრრევოლუციურ შეთქმულებაში ითრევდა აზერბაიჯანის სსრ შინსახკომის მე-5 განყ-ის რიგ თანამშრომლებს. თავი დამნაშავედ ცნო. შინსახკომის საგანგებო სათათბიროს მიერ 11.06-1940 წელს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით შრომა-გასწორებით ბანაკებში, ქონების კონფისკაციის გარეშე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომთან არსებული განსაკუთრებული სათათბირო
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
სასჯელს იხდიდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ბანაკში. შინსახკომის საგანგებო სათათბიროს 28.06-1945 წლის დადგენილებით, მაღალი საწარმოო მაჩვენებლებისა და კარგი ყოფაქცევისთვის ვ.პ. მედვედევს შეუმცირდა ბანაკებში პატიმრობის ვადა 6 თვემდე.