მელაძე დომენტი ერასტის ძე (1896)
- დაბადების თარიღი: 1896 წ.
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 1921-1933 წლებში მსახურობდა უმცროს ოფიცრად მენშევიკურ არმიაში. შემდეგ მსახურობდა წითელ არმიაში და ჯერ იყო დივიზიის დროებითი მეთაური, შემდგომში კი პოლკის მეთაური. სოფელ მათხოჯის საშუალო სკოლის დირექტორი
- პარტიულობა: ფრუნზეს სამხედრო აკადემიის მსმენელად ყოფნის პერიოდში, 1924 წ., ემხრობოდა კ/რ ტროცკიზმს. იყო საკავშირო კპ(ბ)-ს წევრი 1917 წლიდან დაპატიმრებამდე.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, რომელიც ამზადებდა შეიარაღებულ აჯანყებას, საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით. მელაძე აქტიურად ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას კოლხიდმშენის სისტემაში და კ/რ ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მომხსენებელი: ცუცქირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ა, 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან