მელაძე პავლე გრიგოლის ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, დმანისი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე მუშაობდა სახალხო კომისართა საბჭოს დამზადების კომიტეტის რწმუნებულად.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ყორღანოვის ქ. № 25
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1918 წლიდან. გაირიცხა 1937 წელს კ/რ ფაშისტებთან - ლევან ღოღობერიძესთან, პეტრე აღნიაშვილთან და პაპულია ორჯონიკიძესთან პირადი მეგობრობისთვის.
- დაპატიმრების თარიღი: 02/20/1937 წ.
- ბრალად ედება: დაპატიმრებულია 1937 წლის 20 თებერვალს საქ. სსრ შინსახკომის სახ. უშიშროების სამმართველოს მიერ და მიცემულია სისხლის სამ. პასუხისგებაში საქ. სსრ სსკ 58-10 ნ.1 და 58-11 მუხლების ბრალდებით. გამოძიების პროცესში დამატებით წაუყენეს საქ. სსრ სსკ 58-8 მუხლის ბრალდება, რომ ბრალდებულები პ. მელაძე და გ. შუღაროვი მხილებულნი არიან საქ. სსრ კპ(ბ) ცკ-ს მდივნის, ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის მზადებაში. სხდომაზე თავის ბოლო სიტყვაში მელაძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და „რომ პოლიტიკურად უკვე დახვრეტილია, ფიზიკური განადგურება კი მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია...“
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 58-8, 58-10-1, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
რეაბილიტაცია: პ.გ. მელაძის საქმე 03/02-1956 წ. წარდგენილ იქნა