მელიქაძე კაპიტონ სტეფანეს ძე (1895)
- დაბადების თარიღი: 1895 წ.
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტთან არსებული საბჭოთა პარტიის კონტროლის კონტროლიორი
- პარტიულობა: 1917 წლიდან 1919 წლამდე იყო მენშევიკების პარტიის წევრი; საკავშირო კპ(ბ) წევრი; გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ მიემხრო სამსონ მამულიას მემარჯვენეთა კ/რ ჯგუფს, იზირებდა და ასრულებდა მის კ/რ მავნებლურ მითითებებს საქართველოში სოფლის მეურნეობის მოშლის მიზნით. 1933 წ. ფალანდიშვილთან (?) ერთად გაემგზავრა ქ. ორჯონიკიძეში ლ.პ. ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოსაწყობად ამ უკანასკნელის ქ. ბესლანის სადგურზე გასვლის დროს. თავი დამნაშავედ ცნო ანტიპარტიულ დანაშაულებში და ლ.პ. ბერიას წინააღმდეგ ცრუ დასმენის დაფარვაში. მემარჯვენეთა ორგანიზაციაში თავის კ/რ საქმიანობას უარყოფს. მხილებულია ზუმბაძის (დუმბაძის?), ჩახვაძის, მამულიას, ბელოგუროვის და ვეტროვის ჩვენებით და აგრეთვე დაპირისპირების ოქმებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლეჟნევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან