მელიქოვი გიორგი ალექსანდრეს ძე (1906)
- დაბადების თარიღი: 1906 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- სოციალური წარმომავლობა: მუშა
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს კომუნისტური პარტიის გაგრის რ-ნის რაიკომის მდივნის მოადგილე
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი
- ბრალად ედება: რომ 1936 წლის აგვისტოდან გადაიბირა კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციაში გაგრის რ-ნის რაიკომის ყოფილმა მდივანმა, ხალხის მტერმა შელიამ. მელიქოვმა იცოდა შელიას კ/რ ნაციონალისტური შეხედულებებისა და მისი კ/რ საქმიანობების შესახებ და არა მარტო დაუმალა პარტიას ეს ფაქტი, არამედ თვითონაც შევიდა მემარჯვენე კ/რ ორგანიზაციაში და შელიას დავალებით ატარებდა კ/რ საქმიანობას პარტიის ღონისძიებებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: კარვანოპულო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან