მელიქ-შახნაზაროვი სერგო მიხეილის ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- დაბადების ადგილი: აზერბაიჯანი, განჯა,
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: თავადი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით ექიმი; დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარიულ-ეპიდემიური ლაბორატორიის გამგე. მეორე რანგის სამხედრო ექიმი
- ბრალად ედება: რომ 1. იყო კონტრრევოლუციურ-ტროცკისტულ-ტერორისტული, ჯაშუშური სამხედრო ორგანიზაციის წევრი საქართველოსა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში. 2. ეწეოდა კონტრრევოლუციურ მავნებლურ საქმიანობას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარიულ სამსახურში, რომელიც მიმართული იყო სამკურნალო- პროფილაქტიკური საქმიანობის ჩასაშლელად ირგვლივ არსებულ სამხედრო ჰოსპიტალებში და სამხედრო მოსამსახურეთა შორის უკმაყოფილების ჩამოსაყალიბებლად, იმისათვის, რომ შეემცირებინა საბჭოთა კავშირისა და წითელი არმიის თავდაცვისუნარიანობა. მხილებულია ტერ-მინასოვის, ავშაროვის, ჩუბინიძის და სხვათა ჩვენებების საფუძველზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: რიაბოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-11. 58-1-ბ
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან