მენაბდე შოთა დავითის ძე (1906)
- დაბადების თარიღი: 1906 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ოზურგეთი, სოფ. ლაშისუბანი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებადმე - ჩოხატაურის რაიონული კავშირის თავმჯდომარე.
- პარტიულობა: ალკკ წევრი
- ბრალად ედება: რომ 1936 წელს კონტრრევოლუციურ მემარჯვენე ორგანიზაციაში გადაიბირა ცეკავშირის ყოფილმა თავმჯდომარემ კონტრრევოლუციონერმა პლატონ შიშნიაშვილმა. მენაბდე შიშნიაშვილის დავალებით კოოპერაციის ხაზით ეწეოდა გადაბირებით საქმიანობას მუშათა შორის. გადაიბირა 8 ადამიანი. დადგენილია, რომ შ.დ.მენაბდე შეუდგა კონტრრევოლუციური დავალების შესრულებას და გადაბირებულებს აძლევდა დავალებას, დაეშვა არარეალური სავაჭრო გეგმები, შემოეტანა რაიონში არასამომხმარებლო საქონელი, რათა ის ჩაწოლილიყო და გამოეწვია მომხმარებელთა უკმაყოფილება. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
წარსულში: „ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის“ წევრი