მეტონიძე დანიელ მიზარბეგის ძე (1902)

  • დაბადების თარიღი: 1902 წ.
  • დაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი, სოფ. ცახი, საქართველო.
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის მთავარი სააფთიაქო სამმართველოს ცენტრალური აფთიაქის საწყობის მეურნეობის გამგე
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1919 წლიდან 1936 წლამდე; პარტიიდან გარიცხეს ფარული კ/რ ტროცკისტული საქმიანობის გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1. 1927-1928 წლებში იყო არალეგალური კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი და აქტიურად ეწეოდა კ/რ ტროცკისტულ საქმიანობას. 2. 1930 წელიდან იყო კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, ეწეოდა კ/რ ტროცკისტულ ნაციონალისტურ აგიტაციას და მავნებლურ საქმიანობას, რომ დაესუსტებინა მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერე. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში 1928-დან 1935 წლამდე ეწეოდა პოლიტსაქმიანობას.