მიზდრიკოვი ვასილი ფევდორის ძე (1895)
- დაბადების თარიღი: 1895 წ.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - კავკასიის მე-20 მსროლელი დივიზიის მეთაური; წოდება - პოლკოვნიკი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი; გაირიცხა 1937 წლიდან, როგორც ფარული ტროცკისტი.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ სამხედრო ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, რომელშიც შევიდა 1935 წელს მუშათა და გლეხთა წითელი არმიის შეიარაღების ყოფილი უფროსის, ყოფილი უფრ. ინსპექტორის პეტრენკოს წინადადებით. ეწეოდა რიგი სამხედრო მოსამსახურეების კ/რ დამუშავებას და კ/რ სამხედრო ორგანიზაციაში ახალი წევრების გადაბირებას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან