მიკულინი დიმიტრი მიხეილის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: კუიბიშევის ოლქ., ქ. ბუგურუსლანი, რუსეთი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ქ. მოსკოვში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ჯარების სამეთაურო შემადგენლობის სკოლის მსმენელი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1920 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა 1937 წელს.
- ბრალად ედება: რომ იყო მონაწილე საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორგანოებში არსებული კ/რ შეთქმულებისა, რომელშიც იქნა გადაბირებული კ/რ შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი მონაწილის, საქართველოს სსრ-ს შინაგან საქმეთა სახალხო სახკომისარიატის სასაზღვრო და შიდა დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ შიროკოვის მიერ. თავი დამნაშავედ ცნო. მხილებულია ბრალდებულ ი. შიროკოვის ჩვენებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ღარიბოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან