მინასიანი ოვანეს პოღოსის ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- დაბადების ადგილი: ყარსის ოლქი, სადგური აბინსკი, თურქეთი
- განათლება: განათლებული
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აფხაზეთის ვაჭრობა
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. სოხუმი, საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ
- პარტიულობა: საქ. კპ(ბ) ყოფილი წევრი; გარიცხეს კონტრრევოლუციური ტროცკისტობისათვის დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ გადაიბირა სავაჭრო სისტემაში არსებულ კ/რ ორგანიზაციაში მემარჯვენე კ/რ ორგანიზაციის წევრმა ბოლქვაძემ. მისი დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას. ამოცანების შესასრულებლად გადაიბირა ახალი წევრები აფხაზეთის ვაჭრობის მოსამსახურეთა რიგებიდან, რომლებიც ეწეოდნენ მავნებლურ საქმიანობას აფხაზეთის რაიონებში. მისი ხელმძღვანელობით აფხაზეთში შემოჰქონდათ უხარისხო საქონელი და მთელ სისტემაში ორგანიზებულად ეწეოდა ძარცვას. აფერხებდა საქონელბრუნვას და წლების განმავლობაში იყინებოდა აფხაზეთის სავაჭრო რესურესები. მინასიანმა თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ბეჟანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან