მინენკოვი ალექსანდრე ლაზარეს ძე (1895)
- დაბადების თარიღი: 1895 წ.
- დაბადების ადგილი: ბელორუსია, ჟლობინის რ-ნი, სოფ. კურგოვეცი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 1915-1917 წლებში იყო მეფის არმიის უმცროსი ოფიცერი. წითელ არმიაში მსახურობდა 1917 წლიდან. ავტოჯავშანსატანკო ჯარების ჯავშანმატარებლების მე-7 დივიზიონის უფროსის თანაშემწე ტექნიკურ საკითხებში. წოდება - კაპიტანი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) ყოფილი წევრი, 1923 წელს გაირიცხა პარტიიდან წითელარმიელებთან უხეში მოპყრობისთვის.
- ბრალად ედება: რომ 1936 წლიდან იყო წევრი კ/რ მავნებლური სამხედრო ორგანიზაციისა, სადაც გადაიბირა ხალხის მტერმა ორლიკმა. ორლიკის დავალებით აქტიურად ეწეოდა კ/რ მავნებლურ საქმიანობას. ამავე დროს, ხალხის მტრის - გერმანიის სადაზვერვო სამასახურის აგენტ ვ. კორნუპის დავალებით აგროვებდა და აწვდიდა საიდუმლო მასალებს ჯავშანმატარებლების მე-7 დივიზიონის შესახებ. თავი არ ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მომხსენებელი: ფილატოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-6, 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან