მირზაბეკიანი არამ მიხეილის ძე (1895)
- დაბადების თარიღი: 1895 წ.
- დაბადების ადგილი: აზერბაიჯანი, ბაქო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის რწმუნებული
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1915 წლიდან; გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ 1932 წლიდან იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის წევრი. ორგანიზაციაში გადაიბირეს მ. ორახელაშვილმა და შ. ელიავამ. შედიოდა სომხეთის მემარჯვენეთა ცენტრში, 1934 წლიდან კი მოსკოვის მემარჯვენეთა ჯგუფების დავალებით კ/რ საქმიანობას ეწეოდა თბილისში და დაკავშირებული იყო მემარჯვენეთა ცენტრთან - მგალობლიშვილთან, კურულოვთან და სხვებთან. იყო ამხ. ბერიას წინააღმდეგ მემარჯვენეების მიერ ტერაქტის მზადების საქმის კურსში. 1935 წელიდან იყო უცხოეთის დაზვერვის აგენტი - გადაიბირეს ბერლინში. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია ორგანიზაციის სხვა წევრების ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: აივაზოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან