მიქაელიანი ნიკოლოზ მიხეილის ძე (1914)

  • დაბადების თარიღი: 1914 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. თავრიზი (ირანი)
  • ოჯახური მდგომარეობა: უცოლშვილო
  • ეროვნება: სომეხი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ამიერკ. სამხედრო ოლქის სადაზვერვო განყოფილების რადიოკავშირის უფროსი; წოდება - ლეიტენანტი
  • პარტიულობა: ალკკ წევრი; ალკკ-დან გაირიცხა 1937 წელს.

  • ბრალად ედება: რომ იყო წევრი 1. კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, ჯაშუშური სამხედრო ორგანიზაციისა, რომელიც ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას საქართველოსა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში. 2. კ/რ ორგანიზაციის დავალებით აქტიურად ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას რადიოკადრების მომზადებაში სადაზვერვო განყოფილების სისტემაში.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: ვასილენკო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-7, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

სსრკ-ში ჩამოვიდა 1932 წელს.