მიქაელიანცი არტაშ ზაქარიას ძე

SWScan15218.jpg
  • დაბადების თარიღი: სექტემბერი 1898 წ.
  • სახელის ვერსიები: მიქაელიანცი არტაშ ზაქარიას ძე
  • დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი სოფ. ყანდაურა
  • სქესი: კაცი
  • ეროვნება: სომეხი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: დაამთავრა 3 კლასი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ზეინკალის თანაშემწე
  • საცხოვრებელი ადგილი: თბილისი შრომის ქუჩა N 83
  • პარტიულობა: 1917-წლიდან ახალგაზრდა მარქსისტი

  • დაპატიმრების თარიღი: 23 დეკემბერი 1923 წ.
  • ბრალად ედება: ბრალდება ანტისაბჭოთა საქმიანობა
  • გამსამართლებელი ორგანო: ჩეკა
  • სასჯელის ზომა: საბჭოთა ციხეში 5 წლით მკაცრი იზოლაციის ციხეში პატიმრობა ამნისტიის გარეშე
  • დაპატიმრების ადგილი: თბილისი, შრომის ქუჩა N 83

  • საარქივო საქმე: 23 491
  • წყაროები: შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი -ფ 6

ძიების მასალების მიხედვით მენშევიკური არალეგალური ორგანიზაციის წევრებმა პავლე გაჩეჩილაძმ და დიმიტრი კოჭლაძემ მოაწყვეს არალეგალური ტიპოგრაფია ბორისოვი (ბერიევის) დავითის ბინაზე (სადაც ადრე ივანე რატიშვილი ცხოვრობდა) თამარის N39 -ში და მათ დაპატიმრების შემდეგ სტამბა გადაიტანეს მიკაელიანცის სახლში, სადაც დაშლილი იყო 3 კვირა. სექტემბერში ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრის ვასილ კაპანაძის (დაპატიმრებულია) წინადადებით ტიპოგრაფია გადაიტანეს დიდუბეში მებაღის ანდრია ყოჩიშვილის ბინაზე, ბეჟან დოლიძის დახმარებით (იძებნება) და ისევ უკან მიიტანეს მიკაელიანის სახლში. სტამბა აღმოაჩინეს ჩკისტებმა 24 დეკემბერს. ყველამ აღიარა დანაშაული მიქელიანცის გარდა. შესაბამისად 1924 წლის 16 მაისს საქ. ჩეკას განსაკუთრებულმა რწმუნებულ-თანაშემწე მელიქაძემ მოითხოვა მიქელიანცის , როგორც ბოროტი მტრის საბჭოთა ციხეში 5 წლით მკაცრი იზოლაციის ციხეში პატიმრობა ამნისტიის გარეშე, წინასწარი პატიმრობის ჩაუთვლელად. ( მიქელიანცი იმყოფებოდა გამოსასწორებელ სახლში N2 )