მიხაილოვი ფეოდორ ანანიას ძე (1892)

  • დაბადების თარიღი: 1892 წ.
  • დაბადების ადგილი: აზერბაიჯანი, ბაქო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მე-5 განყოფილების ქვეგანყოფილების უფროსი. სახელმწიფო უშიშროების უფროსი ლეიტენანტი
  • პარტიულობა: სკპ(ბ) წევრი 1929 წლიდან, პარტიიდან გარიცხეს 1938 წელს კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ იყო კონტრრევოლუციური შეთქმულების მონაწილე, რომელიც არსებობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორგანოებში და მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას სკპ(ბ) ლიდერებისა და საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ტერორისა და ჯაშუშურ-დივერსიული საქმიანობის გზით. 1935 წელს კონტრრევოლუციურ შეთქმულებაში გადაიბირა ვლადიმერ მაქსიმენკომ. ეწეოდა ძირგამოთხრელ საქმიანობას. მხილებულია მაქსიმენკოს, აბრამოვის, კუჩეროვის, ლიფშიცისა და სხვათა ჩვენებებით. თავი არ ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მოვსესოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

წარსულში - მეფის არმიის ოფიცერი