მნაცაკანოვი ვაგრამ კარაპეტის ძე (1885)

  • დაბადების თარიღი: 1885 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ახალციხე
  • ეროვნება: სომეხი
  • განათლება: განათლებული
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის რადიოკავშირის კვანძი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველო, თბილისი
  • პარტიულობა: წარსულში - 1905-1918 წწ. - მენშევიკების პარტიის წევრი; სკკპ(ბ) წევრი

  • ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენე კ/რ ჯაშუშურ-ტერორისტულ-დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ტერორი სკკპ (ბ) წევრებისა და მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ, რაც მიმართული იყო საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად და კაპიტალიზმის დასამყარებლად. ჯაშუშობდა უცხოეთის ქვეყნების სასარგებლოდ. გადაიბირა 1933 წ. კ/რ ხალხის მტერმა კვანტალიანმა (დახვრეტილია), რომელსაც კავშირი ჰქონდა კ/რ, ყოფილ სსრკ კ/გ სახალხო კომისარ რიკოვთან. კვანტალიანის დავალებით მნაცაკანოვმა ჩამოაყალიბა კ/რ ტერორისტული, ჯაშუშურ-დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაცია რადიოაპარატში, აწარმოებდა მავნებლურ და დივერსიულ ღონისძიებებს რადიოფიკაციაში, აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციას საზღვარგარეთის ქვეყნებს, კერძოდ, გერმანია- პოლონეთის დაზვერვას - ვ.კ. გინცს. ეს უკანასკნელი ინფორმაციას აწვდიდა აგენტების მეშვეობით დაინტერესებულ წრეებს, ხრისტან განსენს - პოლონეთში და გერმანიის დაზვერვისთვის - გერმანიის კონსულს საქართველოში, გილბერტს. მნაცაკანოვი იყო საბჭოთა ხელუსუფლების დასამხობად დაგეგმილი ტერორისტული აქტების საქმის კურსში. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია ვ.ს. უჩანეიშვილის და ი.ე. წვერავას ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-6, 58-7, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან