მოგელაძე დომენტი ევსტათეს ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, მარტვილი, სოფ. ინჩხური
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: მუშა
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში მსახურობდა 1926 წლიდან პოლიტხელად. საქართველოს სამობილიზაციო ოლქის სამმართველოს პოლიტსამდივნოს უფროსი. წოდება - ბატალიონის კომისარი
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი1924 წლიდან დაპატიმრებამდე
- ბრალად ედება: რომ მოგელაძე იყო არალეგალური სამხედრო კ/რ მემარჯვენე- ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას და ერთ-ერთი ფაშისტური სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ საქართველოს ე. წ. „დამოუკიდებელი“ ბურჟუაზიულ-დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. მოგელაძე ეწეოდა მავნებლობას პარტიულ პოლიტსაქმიანობაში პარტიის უცხო და კ/რ ელემენტებით გავსების გზით. ეწეოდა თვალისამხვევ საქმიანობას. დაკავშირებული იყო კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის წევრებთან და კ/რ ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს. მოგელაძემ თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-1
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან