მოდებაძე კარპ სპირიდონის ძე (1872)

  • დაბადების თარიღი: 1872 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი, სოფ. კაცხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე -თბილისის უნივერმაღის საწარმოო კომბინატის დირექტორის მოადგილე.
  • საცხოვრებელი ადგილი: , საქართველოს სსრ, თბილისი, ძერჟინსკის ქ. № 20
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1903 წლიდან. გარიცხულია კ/რ საქმიანობისთვის.

  • დაპატიმრების თარიღი: 01/21/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1921 წელს საზღვარგარეთ ყოფნისას გადაიბირეს უცხოეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებმა და დაპატიმრებამდე ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ საქმიანობას. 1930 წელს მოდებაძემ უცხოური დაზვერვის დავალებით შექმნა ორგანიზაციის დივერსიულ-მავნებლური რგოლები და გააჩაღა მავნებლური საქმიანობა ჭიათურის მარგანეცის მაღაროების გასანადგურებლად. ამ მიზნით გადაიბირა მაღაროს მთავარი ინჟინერი ლორთქიფანიძე. 1932 წელს მემარჯვენეთა ანტისაბჭოური ცენტრის ხელმძღვანელის, როსკოვის მითითებით, შექმნა საქართველოში მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაცია და შემდგომში შევიდა მის ცენტრშიც. მოდებაძემ 1934 წელს, პარიზში ყოფნისას, საქართველოში ანტისაბჭოთა ტროცკისტული ცენტრის ხელმძღვანელის, ბუდუ მდივნის დავალებით, კავშირი ჰქონდა საბჭოთა ხალხის აქტიურ მტერთან, კ/რ- მენშევიკთან, ნოე ჟორდანიასთან. ამ უკანასკნელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბლოკის შექმნის შესახებ და, აგრეთვე, საბჭოთა ხელისუფლების დამხობის შემდეგ, საქართველოზე ერთ-ერთი კაპიტალისტური სახელმწიფოს პროტექტორატის დამყარებაზე. მოდებაძე საქმის კურსში იყო კ/რ ტროცკისტული ტერორისტული ორგანიზაციის მთელი საქმიანობის, მათ შორის, სტალინსა და ბერიაზე ტერორისტული აქტების მზადების შესახებ. 1935წ. მოდებაძემ ტროცკისტულ-ტერორისტულ ორგანიზაციაში გადაიბირა შინსახკომის ყოფილი თანამშრომელი, რომლისგანაც იღებდა ინფორმაციას შინსახკომის ღონისძიებების შესახებ ტროცკისტებთან ბრძოლაში. კ. ს. მოდებაძემ წაყენებულ ბრალდებაში სრულად ცნო თავი დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
  • მუხლი: 58-1-ა, 58-7, 58-8, 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 9/04-1957წ. №4н-