მოროზოვი მიხეილ ფილიპეს ძე (1896)
- დაბადების თარიღი: 1896 წ.
- სახელის ვერსიები: მოროზ მიხეილ ფილიპეს ძე
- დაბადების ადგილი: სოფ. კაზლიკევიჩი, პოლონეთი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: პოლონელი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - მე-20 კავკასიური სამთო მსროლელი დივიზიის პოლიტიკური განყოფილების პარტიულო კომისიის მდივანი. წოდება - ბატალიონის კომისარი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს ყოფილი წევრი 1919 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა 1938 წელს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 1935 წლიდან შედიოდა მემარჯვენეთა კ/რ სამხედრო ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას; ეწეოდა აქტიურ კ/რ მავნებლურ საქმიანობას წითელი არმიის სამხედრო ძლიერების შესასუსტებლად. კ/რ ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს; 1937 წლიდან იყო პოლონეთის დაზვერვის აგენტი და ეწეოდა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობას, აწვდიდა ჯაშუშურ მასალებს დივიზიის შესახებ. ჩადენილი დანაშაული აღიარა.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: სერიკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-1-ბ, 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
წითელ არმიაში მსახურობდა 1918 წლიდან.