მოცაკიანი მარტინი სერგეის ძე (1893)
- დაბადების თარიღი: 1893 წ.
- დაბადების ადგილი: სომხეთი, გიუმრი
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: ხელოსანი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მსახურობდა დაშნაკების არმიაში 2 წლის განმავლობაში; დაპატიმრებამდე - თბილისის გარნიზონის კომუნალური საექსპლუატაციო ნაწილის უფროსი; სამშენებლო სამუშაოების 332-ე სამხედრო ნაწილის ყოფილი უფროსი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, სამხედრო-ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც განახორციელა 1934 წ. 1 დეკემბერს ს.მ. კიროვის ვერაგული მკვლელობა და ამზადებდა თავდასხმას სკკპ (ბ) და საბჭოთა ხელისუფლების წევრებზე. შემდგომ წლებში ამზადებდა ტერორისტულ აქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. შედიოდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში არსებულ კ/რ მავნებლურ ჯგუფში, რომელიც მავნებლობდა სამხედრო ობიექტების მშენებლობის დროს. მიზანი იყო საბჭოთა კავშირის თავდაცვისუნარიანობის და მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერის შესუსტება, ასევე წარმოადგენდა მოსკოვის კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული ჯაშუშური სამხედრო ორგანიზაციის და საქართველოს სსრ-ის და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში არსებული ასეთივე ორგანიზაციის განშტოება. ეწეოდა მავნებლობას სამხედრო ობიექტების მშენებლობისას მისთვის ჩაბარებულ 332-ე სამშენებლო უბანზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კისელევსკი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-7, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან