მურადბეკოვი სერგო ივანეს ძე (1877)

  • დაბადების თარიღი: 1877 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ.თბილისი, საქართველო.
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: სომეხი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 1925-1927 წლებში - ამიერკავკასიის სახელმწიფო სავაჭრო გაერთიანების განყოფილების მმართველი ქალაქ ერზერუმში. დაპატიმრების მომენტისათვის - უმუშევარი.
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ჰანის ქ. #19, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1925 წლიდან იყო თურქეთის დაზვერვის აგენტი. ჯაშუშურ ინფორმაციას აწვდიდა თურქეთის დაზვერვის რეზიდენტ შეფიკ-ბეიუს. 1928 წელს სსრკ- ში დაბრუნების შემდეგ დაპატიმრების მომენტამდე აგრძელებდა ჯაშუშურ საქმიანობას თურქეთის დაზვერვის სასარგებლოდ და ინფორმაციას აწვდიდა მათ თურქი ვაჭრების მეშვეობით, რომლებიც ჩამოდიოდნენ საბჭოთა კავშირში. თურქეთის დაზვერვისათვის გადაიბირა ლენინაკანის ამიერკავკასიის სახელმწიფო სავაჭრო გაერთიანების თანამშრომელი ვაჩე პეტროსიანი. პეტროსიანმა საკუთარი დანაშაული აღიარა, მხილებულ იქნა დ.კალაბეკოვის ჩვენების საფუძველზე.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: სუკიასოვი., მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ა, 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1903-1921 წლებში მუშაობდა "მიუნხენ ვენსის" საზოგადოების სადაზღვევო აგენტად.