მურადოვი ისაკ იაკობის ძე (1888)
- დაბადების თარიღი: 1888 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- სოციალური წარმომავლობა: მუშა
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის მაკარონის ფაბრიკის ყოფილი დირექტორი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი, საკავშირო კპ(ბ)-დან გარიცხეს 1928 წ. საყოფაცხოვრებო გახრწნილობის გამო, ხოლო 1937 წ. ხელმეორედ იქნა გარიცხული დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ იყო თბილისის მაკარონის ფაბრიკაში მოქმედი მავნებლური კ/რ ორგანიზაციის წევრი. 1935 წლიდან ამ კ/რ ორგანიზაციაში ჩაითრია საკუთარმა მოადგილემ, გერმანიის მოქალაქემ, ფრანც კელერმაიერმა, ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ფაბრიკის მშენებლობის, მონტაჟისა და გაშვების პროცესში, უშვებდა დაბალხარისხიან პროდუქციას, მავნებლობდა სამობილიზაციო ფონდების შექმნაში. იყო ფარული კ/რ ტროცკისტი და მფარველობდა სხვების კ/რ ტროცკისტულ საქმიანობას..
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გულსტი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-11, 58-12,
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან