მურვანიძე დიომიდე ლუკას ძე (1890)

  • დაბადების თარიღი: 1890 წ.
  • დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, სოფ. ჯურუყვეთი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 1931 წ. მუშაობდა სამედიცინო პუნქტში ფერშლად.
  • საცხოვრებელი ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, სოფ. ჯურუყვეთი, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: უპარტიო. წარსულში - სოციალ-რევოლუციონერთა (ესერთა) პარტიის წევრი. შემდგომ გახდა მენშევიკთა პარტიის წევრი.

  • ბრალად ედება: რომ იყო სოციალ-რევოლუციონერთა (ესერთა) პარტიის ყოფილი წევრი. შემდგომ გახდა მენშევიკთა პარტიის წევრი. არალეგალური მენშევიკური საქმიანობის გამო გადასახლებული იქნა 1931 წელს. ა/ს საქმიანობისთვის დაპატიმრებული იყო ორჯერ 1931 წლამდე. 1934 წელს გადასახლებიდან დაბრუნებულმა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯურუყვეთში დაამყარა კავშირი გადასახლებიდან დაბრუნებულ ყოფილ მენშევიკებთან ნოე ხოფერიასთან, ლავრენტი ნაკაიძესთან, ბათლომე გოგიჩაიშვილთან და აქტიურ კ/რ ტროცკისტ აპოლონ ცინცაძესთან. აღნიშნული ჯგუფის წევრებთან ერთად სისტემატურად ეწეოდა ა/ს აგიტაციას და ა/ს საუბრებს, ადიდებდა მენშევიკურ დებულებებს და დაპატიმრებამდე რჩებოდა მენშევიკების შეგნებულ მომხრედ. იყო მტრულად განწყობილი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ცდილობდა გაემართა კ/რ მენშევიკური საქმიანობა. ამასთან ერთად, მურვანიძე ეწეოდა აშკარა მავნებლურ საქმიანობას მოსახლეობის ტიფის წინააღმდეგ აცრით, რითაც გამოიწვია მოსახლეობაში ხელოვნური სიკვდილიანობა.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კვინტრაძე, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

გამოცხადდა, რომ იგი გაასამართლეს და გარდაიცვალა პატიმრობაში 31/10-1944 წელს ფილტვის ტუბერკულოზით. სიკვდილი აღნუსხულია ლანჩხუთის რაიონის მმაჩის ბიუროში.