მურთაზაშვილი რევაზ ტიმოთეს ძე (1898)

  • დაბადების თარიღი: 1898 წ.
  • დაბადების ადგილი: თელავის რაიონი, სოფ. ქვემო ალვანი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქ. სსრ მეცხოველეობის სახ. კომ. ზოოტექნიკოს- ინსპექტორი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1935 წლის დასაწყისში გადაიბირა კ/რ მავნებლურ ორგანიზაციაში მიწათმოწყობის სახ. კომისარიატის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გვარამიამ. ეწეოდა მავნებლობას მეცხვარეობის დარგში. გვარამიას დავალებით მურთაზაშვილმა რამდენიმე წლით შეაფერხა საქართველოში ნაზმატყლიანი ცხვრის მოშენება, ამტკიცებდა, რომ ამ ჯიშის ცხვრის მოშენება არარენტაბელური იქნებოდა. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია შ. დადიანის ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: მამულია, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 17-58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია