მძინაროვი ალექსანდრე სერგოს ძე (1888)

  • დაბადების თარიღი: 1888 წ.
  • დაბადების ადგილი: გორი, საქართველო
  • სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშაობდა ავტოინპექტორად ცეკავშირში.
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 1934 წლის 1 დეკემბერს ჩაიდინა კიროვის ვერაგული მკვლელობა. 1934-1937 წლებში ემზადებოდნენ სკპ(ბ)-ს და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერაქტის მოსაწყობად. 1936 წლის მარტში კ/რ სამხედრო მავნებლურ ორგანიზაციაში გადაიბირა ხალხის მტერმა პეტროვმა. მძინაროვი ახალ წევრებს იბირებდა კ/რ სამხედრო ორგანიზაციაში. 1917 წელს ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ. სისტემატურად აწვდიდა მათ ჯაშუშური ხასიათის ცნობებს ამიერკავკასიის-სამხედრო განყოფილების შესახებ. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

იყო მეფის არმიის ოფიცერი. 1918-1921 წლებში მსახურობდა მენშევიკურ არმიაში; წოდება - კაპიტანი. 1915-1918 წლებში იმყოფებოდა ტყვედ გერმანიაში. იყო ამიერკავკასიის-სამხედრო-განყოფილების "авт"-ს სამძებრო ნაწილის მე-2 განყოფილების უფროსი. წოდება - მე-2 რანგის ინტენდანტი 1937 წელს გარიცხეს მუშათათა და გლეხთა წითელი არმიიდან.