მჭედლიშვილი ზურაბ ალექსანდრეს ძე (1906)
- დაბადების თარიღი: 1906 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, საგარეჯო, სოფ. კაკაბეთი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილსაბჭოს ინჟმშენის ყოფილი კომენდანტი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, თელავის ჩიხი № 7
- პარტიულობა: ალკკ წევრი 1923 წლიდან
- ბრალად ედება: 1927/28წწ. იყო კ/რ ტროცკისტული ახალგაზრდული ჯგუფის აქტიური წევრი, ესწრებოდა არალეგალურ სხდომებს, წლების განმავლობაში არ ამხელდა თავს და თავის კ/რ ტროცკისტულ კავშირებს. ბოლო დრომდე ინარჩუნებდა კავშირს თავის თანამოაზრეებთან და 1936 წელს, ჯერ კიდევ თავისუფლად ყოფნისას, მოილაპარაკა მათთან, არ გაეცათ ერთმანეთი. 1936 წელს, პატიმრობაში ყოფნისას მჭედლიშვილი აგრძელებდა თავის კ/რ ტროცკისტული კავშირებისა და კ/რ ტროცკისტული საქმიანობის დეტალების დამალვას. წაყენებული ბრალდებები ზ. ა მჭედლიშვილმა აღიარა ნაწილობრივ.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან