ნადარეიშვილი პეტრე ნესტორის ძე (1903)
- დაბადების თარიღი: 1903 წ.
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი ტექნიკური
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამბროლაურის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; პარტიის რიგებიდან გაირიცხა 1938 წელს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა ა/ს ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია, სამხედრო და ეკონომიკური ძლიერების შესუსტება, არსებული ხელისუფლების შეცვლა და შეიარაღებული აჯანყება ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ნადარეიშვილი მემარჯვენეთა ა/ს ორგანიზაციაში გადაიბირა 1938 წელს კპ(ბ)-ის ამბროლაურის რაიონული კომიტეტის ყოფილმა მდივანმა, მოქალაქე გრიგოლ ჭელიძემ, რომლის დავალებითაც ეწეოდა ძირგამომთხრელ, მავნებლურ საქმიანობას. იყო შეიარაღებული აჯანყების და კ/რ ორგანიზაციის ძირგამომთხრელი, მავნებლური საქმიანობის საქმის კურსში. თავი დამნაშავედ ცნო. მხილებულია გრიგოლ ჭელიძის და თეოფანე თევდორაძის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლაზარევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, ჩარკვიანი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან