ნადირაშვილი შალვა ათანასეს ძე (1894)
- დაბადების თარიღი: 1894 წ.
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- განათლება: დოცენტი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე – საქართველოს საკურორტო სამმართველოს ტყის მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელი, თბილისის ტყის ტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი.
- ბრალად ედება: რომ 1927 წ. მემარჯვენეთა კ/რ მავნებლურ ორგანიზაციაში გადაიბირა ამ კ/რ ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, სოლომონ ზაქარიას ძე ქმდიანმა, რომელიც დაკავშირებული იყო კ/რ “ქართულ ნაციონალურ ცენტრთან” და რომლის დავალებითაც მავნებლობდა საქართველოს სატყეო მეურნეობაში, კერძოდ, ტყის მოწყობაში, ამცირებდა ტყის ნედლეულის მარაგის აღრიცხვაში ციფრულ მონაცემებს 10 %-ით. ტყის მეურნეობის გეგმის პროექტირებისას, საექსპლუატაციო ტყის გასაჩეხად, მავნებლური მიზნებისთვის, გამოყოფდა აუთვისებელ ან თითქმის აუთვისებელ ტყის მონაკვეთებს, სადაც ტყის ექსპლუატაცია დიდ კაპიტალდაბანდებასთან იყო დაკავშირებული. გზების გაყვანაზე და ტყის ამ მონაკვეთის ათვისებაზე ზედმეტ დრო და ხარჯი მიდიოდა, რითაც აფერხებდა საქართველოს ტყის მეურნეობის განვითარებას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: გულსტი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან